ლადო ტატიშვილის პერსონალური გამოფენა

27 მარტს, 16:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში ლადო ტატიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
„ლადო ტატიშვილი ხატავს, იმიტომ, რომ ეს მას სამყაროსთან ურთიერთობის ყველაზე სრულყოფილ საშუალებად მიაჩნია. ის ხატავს ისე, როგორც ხედავს, როგორც ესმის და უნდა საკუთარი სათქმელი სხვასაც გაუზიაროს. ეს სათქმელი კი ხან მშვიდია, გაწონასწორებული, ხან ემოციური, ხანაც ისტერიული, გამკივანი… მისთვის რეალური სამყარო ისეთია, როგორიც მის წარმოსახვაში უნდა რომ იყოს. მისი ნახატები სუბიექტური განცდის ნაყოფია, რომელიც ხშირად იმით საზრდოობს, რა შთაბეჭდილებითაც დაიტვირთა კონკრეტულ მოცემულ მომენტში, ამიტომ ძნელია ისაუბრო მის გამორეულ ერთგვაროვან სტილზე.
ეს არის ბავშვური, სრულიად ნაივური წარმოდგენები იმ სამყაროზე, რომელშიც მას უწევს ცხოვრება“, – აღნიშნულია ფოკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 5 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები