„საქართველოს ეკლესია 1917-21 წლებში“ – სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია

24 მარტს, 19:00 საათზე, სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია – „საქართველოს ეკლესია 1917-21 წლებში (ავტოკეფალიის აღდგენიდან ოკუპაციამდე)“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება პირველი ლექცია ციკლისა, რომელსაც ააიპ „განათლება თავისუფლებისთვის“ ნიკოლოზ წერეთელთან თანამშრომლობით, იწყებს.
ლექციათა ციკლს თემაა: საქართველოს ევროპული გზა.

ლექციათა ციკლის ფარგლებში ასევე გაიმართება :
სოლომონ დოდაშვილი და 1832 წლის აჯანყება;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ევროპული აკვანი;
ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეხედულებები;
ილია ჭავჭავაძე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა;
ილია ჭავჭავაძე და დემოკრატია;
საქართველოს პატრიარქი – ლეონიდე ოქროპირიძე და საქართველოს დემოკრტაიული რესპუბლიკის მთავრობა;
ივანე ჯავახიშვილი – ქართული განათლებიდან საქართველოს დამოუკიდებლობამდე;
მიხაკო წერეთლის როლი გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში;
ზვიად გამსახურდია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
შეხვედრები გაიმართება პლათფორმა „ზუმის“ მეშვეობით.
ლექციათა ციკლის ბოლოს მონაწილეებზე რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან ყველა შეხვედრას გაიცემა სერტიფიკატი.
სარეგისტრაციოდ მიყევით:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSclEzz2MulvjX…/viewform

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები