სენატორი რიში: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ რეფორმებზე, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” აკისრია, – ამის შესახებ სენატრი ჯიმ რიში სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.
სენატორის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მედიაზე, მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიულ გავლენას ზრდის.
სენატორი ასევე საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებს, განაგრძონ მოლაპარაკებები.
“პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და გადალახონ არსებული უთანხმოებები. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ რეფორმებზე, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს” – ამბობს რიში.