გუდამაყრის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდას ხვალ დილით, ექსპერტების თანხმობის შემდეგ დაიწყებენ
გუდამაყრის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ადგილზე ხვალ დილით ექსპერტებს ელოდებიან და სამუშაოებიც სწორედ ამის შემდეგ, მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყებენ.
მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
“მოსახლეობას ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ აქვს, რომელიც რაიმე საფრთხეს შეუქმნის, ან დასაკმაყოფილებელი იქნება. მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ჩვენ წარმომადგენელთან.
100 მეტრში არის საცხოვრებელი სახლი, მაგრამ საბედნიეროდ საფრთხე არ შექმნია არც ერთ საცხოვრებელ სახლს, ასევე საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.
გამთენიისას ჩამობრძანდებიან ექსპერტები, გეოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში მოხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება,” – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე”, – აცხადებს მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.