საბა ბუაძე: NDI-ის კვლევები ადეკვატურ სურათს არ იძლევა, ვინაიდან პოლიტიკურ კრიზისში ვართ

”ლელო საქართველოსთვის” წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ადეკვატურ სურათს არ იძლევა, რადგან ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია.

მისივე თქმით, სატელეფონო გამოკითხვის დროს რეალური სურათის მიღება ძალიან რთულია.

“ასეთი პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა ახლა ძალიან რთულია და არ იძლევა ადეკვატურ სურათს, ვინაიდან ვართ პოლიტიკურ კრიზისში, სადაც რთულია, ასეთი კვლევების სიზუსტეზე ვილაპარაკოთ, მით უფრო, რომ ასეთი კვლევები ტარდება ტელეფონის საშუალებით”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. 40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 14 -მა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები