„ქართული საოპერო მუსიკის შედევრები“ – კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

10 და 11 აპრილს, 17:30 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონცერტს უმასპინძლებს – „ქართული საოპერო მუსიკის შედევრები“.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება თბილისის ოპერის თეატრის 170 წლის იუბილეს.
ბილეთები იყიდება 22 მარტიდან ოპერის თეატრის სალაროში და ონლაინ www.tkt.ge – ზე.
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით.
თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი და განთავსდეს ბილეთზე მითითებულ ადგილზე.
წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.
თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები