ლაშა დამენია: დანიელსონის ვიზიტი მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა.

“ერთადერთი გზა, რაც რჩება, ეს არის ზეწოლა და წნეხი როგორც საერთაშორისო მეგობრობის, ასევე – შიდა პროტესტის. დანიელსონის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა იმ საკითხს, რომელის მოლაპარაკებების მაგიდაზეა”, – აღნიშნა ლაშა დამენიამ

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები