„საერთაშორისო კონტექსტი, ისტორია და თანამედროვეობა“ – გიორგი მამულიას ლექცია
25 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მორიგ ლექციას შესთავაზებს მსმენელს – საფრანგეთის უმაღლესი საზოგადოებრივ კვლევათა სკოლის (EHESS) დოქტორი – გიორგი მამულია წაიკითხავს ლექციას „საერთაშორისო კონტექსტი, ისტორია და თანამედროვეობა“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექცია გაიმართება ლექციათა სერიის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავს.
გიორგი მამულია ჩაგვერთვება პარიზიდან.
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“… – კოლაუ ნადირაძის ეს სტრიქონი გასდევს ლექციების სერიას რეფრენად.
ლექციის მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე.
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაცია: https://bit.ly/2ONn9Jl