სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება” კინოფესტივალ CINÉMA DU RÉEL-ის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა
საერთაშორისო კინოფესტივალზე – Cinéma du réel – Festival international du film documentaire სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება” სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფესტივალის ახალგაზრდა ჟიურისგან.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
Cinéma du Réel დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 1978 წლიდან იმართება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს 200 დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს.