„დანაშაული და სასჯელი“ – მარჯანიშვილის თეატრი სეზონს ხსნის
3 / 4 / 10 / 11 აპრილს, 16:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრი სეზონს ხსნის. წარმოდგენილი იქნება
ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“.
ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა; რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა;
სცენოგრაფია – ლევან წულაძე; კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე;ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე;
მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი; ვიდეოინსტალაცია – დავით დვალიშვილი;
რეჟისორის თანაშემწე- ნინო ჟორჟოლიანი.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: რასკოლნიკოვი – პაატა პაპუაშვილი; პორფირი – ნიკა კუჭავა;
სონია – ანუკა გრიგოლია; მარმელადოვი, ლუჟინი – ბესიკ ბარათაშვილი; რაზუმიხინი – გიორგი კიკნაძე;
ალიონა ივანოვნა, კატერინა – თამარ ბუნიკაშვილი; დუნია – ლელა მებურიშვილი.
სპექტაკლის შესახებ:
„ერთი წლის წინ ჩავიფიქრეთ ტრილოგია ძალადობის თემაზე. პირველი გახლავთ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ , რომელიც ოჯახური ძალადობის თემას ეხება.
მეორე ნაწილია ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი“, – სადაც ნაჩვენებია ძალადობის საშუალებით წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე.
ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ, თუმცა ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის ,,ეშმაკეულნი“, რომელიც ძალადობას სოციალურ – პოლიტიკურ ჭრილში გამოხატავს და იმარჯვებს კიდეც ბოროტი ძალა.
პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ“… – აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
ხანგრძლივობა: 170 წუთი, ერთი შესვენებით.
ბილეთის ფასი: 25, 15 ლარი
სპექტაკლები გაიმართება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.
ამ ეტაპზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინპლატფორმაზე https://biletebi.ge/marjanishvili-theatre/Schedule