როსტომ ჩხეიძის ესეების კრებულის – „ირლანდიური მელოდიების“ განხილვა გაიმართება
23 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93-ე (ამჟამად 206-ე) აუდიტორიაში, როსტომ ჩხეიძის ესეების კრებულის „ირლანდიური მელოდიების“ განხილვა გაიმართება.
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების ინფორმაციით, მომხსენებელი ქეთი გახოკია იქნება.