ლევან ნიკოლეიშვილი: ასეთი ელჩები დროულად რომ არ გაუშვა თანამდებობიდან, ამაში ,,ქართული ოცნებაც” დამნაშავეა
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნატალია საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“როცა შენი ქვეყნის ელჩი თანამდებობას ტოვებს, ცხადია გარკვეული ეჭვები გიჩნდება, მაგრამ დასკვნების გამოტანას არ ჩქარობ: იქნებ და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, იქნებ და რა მოხდა… მაგრამ მთელი “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ე.წ. ტელევიზიები, რომ გაქებენ ეს ეჭვები უფრო ღრმავდება…ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, სულ მქონდა განცდა, რომ ჩვენი დიპკორპუსი და ელჩები არც თუ კარგად ირჯებიან, მათ რიცხვში კი საქართველოს მთავარ დიპლომატი და წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში, ქალბატონ ნატალია საბანაძეცაა (ახლა გადადგომა? მოვრჩით ევროპაში საქმეებს?! )… აქ ორი აზრი არ არსებობს – “ქართული ოცნებაცაა” დამნაშავე ასეთი ელჩები ადრე რომ არ გაუშვა თანამდებობიდან! იმედია, სწრაფად მოეგებიან გონს და ასეთი ადამიანებიდან დროულად გაიწმინდება ქართული დიპლომატიური კორპუსი! სხვათაშორის, ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე…”,- წერს ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა.