„ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა“ – ოთარ ჭილაძის დაბადების დღე
20 მარტს დაიბადა ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, თსუ-ის კურსდამთავრებული ოთარ ჭილაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დღესთან დაკავშირებით მწერლის ციტატას აქვეყნებს.
„უმნიშვნელო მწერალი საერთოდ არ არსებობს. ყველა მწერალი ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლიური ლიტერატურისთვის. ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა, მეც ეს მავალდებულებს (გარკვეული თვალსაზრისით, მაიძულებს კიდეც), ნებისმიერ გარემოსა და პირობებში ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე კალმის ხელში დაჭერა და საბეჭდ მანქანაში ფურცლის ჩადება შემეძლება”…