არჩილ თალაკვაძე: ძალიან ვწუხვარ, მის გამო – მეგი ბაქრაძემ საზოგადოებას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაგალითი მისცა
„დავკარგეთ ნამდვილად თავისი საქმისთვის თავდადებული ექთანი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაგალითი მისცა საზოგადოებას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება და ერთიანი ძალისხმევის შედეგად, პანდემია შეჩერდება.
„ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტრომ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით განხორციელდება და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ პანდემიის შეჩერებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.