გერმანიის პრეზიდენტმა “ფაიზერის” ვაქცინის შემქმნელი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა BioNTech-ის ხელმძღვანლები ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოვა, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის შემქმნელები.

როგორც შტაინმაიერმა თქვა, ჯილდოს მფლობელი ცოლ-ქმარი – უგურ საჰინი და ოზლემ ტურეცი შესანიშნავი მეცნიერები და გაბედული მეწარმეები არიან.

”თქვენი რევოლუციური აღმოჩენა უნარჩუნებს ადამიანებს სიცოცხლეს, იცავს მათ გაკოტრებისგან, ის უზრუნველყოფს საზოგადოების, ეკონომიკისა და კულტურის გადარჩენას”, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

2020 წლის 9 ნოემბერს BioNTech- მა და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა Pfizer -მა, მრავალთვიანი კლინიკური კვლევების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი პრეპარატის 90% -იანი ეფექტურობა აქვს. წლის ბოლოს ვაქცინა დარეგისტრირდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები