19 მარტი ნოდარ ტაბიძის დაბადების დღეა
დღეს ნოდარ ტაბიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია:
„ჩავდივარ ყოველთვის ჭყვისში, ვდგები ჩვენი სახლის მამაპაპურ რიკულებიან აივანზე და მამაჩემსა და გალაკტიონს ანგარიშს ვაბარებ ჩუმად. რომ წელს ეს გავაკეთე, რომ წელს ეს გამოვეცი, რომ წელს ასე მოვიქეცი და ეს მიმაჩნია ჩემს მოვალეობად“.
ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა ნოდარ ტაბიძემ არაერთი წელი მიუძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. წლების განმავლობაში იყო თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი. მრავალ სამეცნიერო ნაშრომს შორის კი, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც გაკალტიონ ტაბიძის ძმისშვილის, კვლევები, გალაკტიონის შემოქმედების შესახებ“.