ვალერი გელბახიანი: წულაია ქალბატონს ბოდიშს უხდის, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის თქმით, სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი.
„გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველა, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა”, – განაცხადა გელბახიანმა.