რატომ წარმოიქმნება თრომბი AstraZeneca- ს ვაქცინის შეყვანის შემდეგ – გერმანელი მკვლევრების დასკვნა​

გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს იმ პაციენტების ნიმუშები, რომლებსაც AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ თრომბი განუვითარდათ.

მათი თქმით, ვაქცინა ახდენს ზოგიერთ ადამიანში თავდაცვის მექანიზმს, – იტყობინება NDR TV.

AstraZeneca- ს ვაქცინაციის აკრძალვის შემდეგ, მეცნიერები დაუკავშირდნენ პოლ ერლიხის ინსტიტუტს (გერმანიის წამლის მარეგულირებელი) და მიიღეს ექვსი პაციენტის სისხლის ნიმუშები, რომლებსაც თრომბი განუვითარდათ. აღებული სინჯების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ააქტიურებს სისხლის უჯრედებს – თრომბოციტებს.

ჩვეულებრივ, ეს მექანიზმი აქტიურდება, როდესაც სხეულზე ჭრილობის განკურნების პროცესი მიმდინარეობს, როდესაც სისხლი იწყებს შედედებას და ჭრილობა იხურება. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ამ მექანიზმს ვაქცინაცია იწვევდა, რომელიც, თავის მხრივ, თავის ტვინში თრომბების წარმოქმნას იწვევდა.

აღინიშნება, რომ მექანიზმის აღწერა ახლა მკურნალობის კურსის შემუშავების საშუალებას იძლევა: შეიძლება, გამოყენებულ იქნას ისეთი პრეპარატები, რომლებიც თრომბოზის საწინააღმდეგოდ გამოდგება. ამავე დროს, დაუშვებელია, პრევენციის სახით, თრომბოზის საწინააღმდეგო პრეპარატის ინექცია. პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ თრომბის წარმოქმნის შემდეგ.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალ Lancet- ში.

მანამდე, ოსლოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრების ჯგუფმა შეისწავლა სამი ექიმის მდგომარეობა, რომლებსაც AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ თრომბოზი განუვითარდათ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი იმუნური რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლიმფოციტების შემცირებული რაოდენობის პირობებში სისხლის გაზრდილი შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები