გოგი წულაიას მეუღლე: მე მჯერა ჩემი მეუღლის და ამიტომ ვარ აქ
“მეც არ მომწონს ხოლმე მისი ემოციური გამოსვლები, თუმცა, ამის გამო სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდეს მას, არ მიმაჩნია სწორად”, – ამის შესახებ პოლიტიკოს გოგი წულაიას მეუღლემ – ინგა ბიბიჩაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მეუღლის ბრალეულობის არ სჯერა.
“მე მჯერა ჩემი მეუღლის და ამიტომ ვარ აქ. არ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე და ბოროტ ადამიანად, ის არის კეთილი ადამიანი. ის, რაც მოხდა, ჩვენი გასარჩევია. აქ ვდგავარ, როგორც რიგითი მოქალაქე, არა დედა და არა მეუღლე. მეც არ მომწონს ხოლმე მისი ემოციური გამოსვლები, თუმცა, ამის გამო სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდეს მას, არ მიმაჩნია სწორად”, – აცხადებს წულაიას მეუღლე.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.