„იქ – ჩემთან“ – ზაზა ხალვაშის ფილმის ონლაინჩვენება
20 მარტს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ზაზა ხალვაშის ფილმი – „იქ – ჩემთან“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი 1992 წელს წარმოდგენილი იყო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ფორუმი”. ბერლინალეს შემდეგ „იქ – ჩემთან“ აჩვენეს არაერთ ქვეყანაში.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს სთავაზობს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას.
კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად გაიმართება – მარტისა და ივნისის თვეებში.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.