ყირგიზეთში ოკუპირებული აფხაზეთის სარეგისტრაციო ნომრების მქონე ავტომობილების გამოვლენა მიმდინარეობს

ყირგიზეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 10 ე.წ. აფხაზურნომრიანი მანქანა მაშინ დააკავა, როცა ისინი უკანონოდ ცდილობდნენ ქვეყანაში შესვლას.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომობილები სპეციალურ ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

როგორც საბაჟო სამსახურში აღნიშნეს, ავტომობილები საჯარიმოზე იმიტომ არის გადაყვანილი, რომ არ არის დაცული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მანქანების შეყვანის წესები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სარეგისტრაციო ნიშნების მქონე მანქანების გამოვლენა ყირგიზეთის მთელს ტერიტორიაზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები