ალექსანდრე ანქვაბმა კორონავირუსი დაამარცხა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა, ალექსანდრე ანქვაბმა კორონავირუსი დაამარცხა და ის მოსკოვის კლინიკიდან, სადაც მკურნალობას გადიოდა, უკვე გაწერეს.
დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანქვაბს რეაბილიტაციისთვის დრო კიდევ დასჭირდება.
ანქვაბს კორონავირუსი 2020 წლის 30 დეკემბერს დაუდგინდა, 5 იანვარს ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა, სამი დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
17 იანვარს ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთეს, მისი მდგომარეობა ფასდებოდა – როგორც სტაბილურად მძიმე. ერთი კვირის თავზე, 25 იანვარს უკვე სტაბილური დინამიკა შეინიშნებოდა, 15 თებერვლიდან კი გამოჯანმრთელება დაიწყო.