ევროკავშირის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს

ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. შეწყდეს პოლიტიკური დევნა, – ამ ტრანსფარანტებით მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან, სადაც კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრა დაახლოებით 6 საათია, მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი კი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები