გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა 

პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა.

მისი განმარტებით, გოგი წულაიას ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია რადენიმე დღის წინ დააკავა. თავდაპირველად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები