არჩილ თალაკვაძე – ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები უკვე გადადმული აქვს.

„ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც. ამიტომ ვნახოთ დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, დაგვეხმარება რომ პოზიციები დავაახლოვოთ”-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები