ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადაეცა გამოცემა: „ანისი და საქართველო”
კორნელი კეკელიძის სახელობისა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს ახალი ნაშრომის გადაცემის შესახებ.
როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ბიბლიოთეკას გადაეცა საეტაპო მნიშვნელობის გამოცემის – „ანისი და საქართველო” – სამი ტომი და მადლობას უხდის ნაშრომის მთავარ რედაქტორს, ზაზა სხირტლაძეს.