მუსიკის სფეროში მხატვრული კვლევის ევროპული პლატფორმის საერთაშორისო კონფერენცია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
18-20 მარტს ონლაინფორმატში გაიმართება მუსიკის სფეროში მხატვრული კვლევის ევროპული პლატფორმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც AEC-ის (Assotitation of European Conservatoires) ეგიდით ტარდება.
როგორც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, წელს პირველად კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნება საქართველო და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კონსერვატორიის მკვლევართა ჯგუფი – ასოც. პროფ. ნინო ჟვანია, ასოც. პროფ. ეკა ჭაბაშვილი და მოწვეული პედაგოგი თამარ ჟვანია წარადგენენ საკუთარ ფუნდამენტურ კვლევას, რომელსაც აფინანსებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პრეზენტაცია დაგეგმილია 19 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე.
ცნობისათვის: მხატვრული კვლევის (Artistic Research) სფეროს ერთ-ერთ უმთავრეს კონფერენციაზე ხდება კვლევის ამ ინოვაციური ფორმის სფეროში მიმდინარე სიახლეების, ახალი ტენდენციების დემონსტრირება.
პრეზენტაციის ჩანაწერი გამოქვეყნდება კონსერვატორიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე და youtube არხზე.