კრისტიან დანიელსონი: ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს ისევე, როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ.

„ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს ისევე, როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები