ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ ძალიან გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს, ბევრი ემოცია და პრობლემაა, მაგრამ კომპრომისია საჭირო

“ჩვენ ძალიან გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს, ბევრი ემოცია და პრობლემაა, მაგრამ კომპრომისია საჭირო”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

კუბილიუსის თქმით, შეხვედრის მონაწილეები პრეზიდენტ დევიდ სასოლის ინიციატივას დათანხმდნენ, რომელიც საქართველოს საკითხებზე არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ კვლავ შევხდებით ერთმანეთს. მივესალმებით ამ საკონტაქტო ჯგუფს. ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებიდან და გვაქვს კონტაქტები, შესაძლებლობები. შევთანხმდით, რომ საერთო მიზანია საქართველოს დახმარება. კრიზისი უნდა დასრულდეს – ეს არის ჩვენი მიზანი. ამ ეტაპზე საქართველოში არ მივდივართ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. შეიძლება, ქართველები ჩამოვიდნენ აქ. დაეხმარება ეს პროცესს? ეს დამოკიდებულია იმაზე, სურთ თუ არა პოლიტიკურ ძალებს გამოსავლის მოძებნა. ჩვენ ძალიან გვინდა დავეხმაროთ საქართველოს. ძალიან ბევრი ემოცია და პრობლემაა, მაგრამ კომპრომისია საჭირო“, – განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ ბრიუსელში საქართველოში შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით შეხვედრა მოიწვია, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპარლამენტარები: მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი, ანდრიუს კუბილიუსი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები