გოგი წულაიას ადვოკატი: სექსუალური ძალადობა გამორიცხულია იმიტომ, რომ ადამიანს ოპერაცია აქვს გაკეთებული და ტკივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ,,კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

,,ბრალდებას ბატონი გოგი წულაია უარყოფს, სექსუალური ძალადობა საერთოდ გამორიცხულია იმიტომ, რომ ადამიანს ოპერაცია აქვს გაკეთებული და ტკივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეგ ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდება, გამორიცხული ბრალდებაა. იმის თქმას, რომ გოგი წულაიას დანაშაული აქვს ჩადენილი,  მტკიცებულებები სჭირდება და ასე მარტივად ვერ იქნება”, – აცხადებს ადვოკატი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია დღეს 126 -ე მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მან ნაცნობ ქალზე ნაქირავებ ბინაში ფიზიკურად იძალადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები