აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო რუსეთის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს ზრდის, რაც ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილ ვითარებას უკავშირდება, კერძოდ, პოლიტიკოსის მოწამვლას.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ახალი შეზღუდვები ძალაში 18 მარტიდან შევა.

სიაში 14 ორგანიზაცია მოხვდა, ფორმულირებით “ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებისთვის”. აშშ-ის სანქციები მიმართული იქნება კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ და შეეხება საექსპორტო და სავიზო შეზღუდვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები