“ყველამ იცის თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, IRI-მ, ეუთო/ოდირ-მა და განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს” – მამუკა მდინარაძე

“ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია, ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს. ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ჯამურად, ჩატარებული არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის ლეგიტიმურია.

„სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია – დასკვნებით, ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის განცხადების საშუალებას, რომ ლეგიტიმურია, ჯამურად, ჩატარებული არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის. არ გამოვა ასე მსჯელობა. ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა, შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ბორელის ამ განცხადებით არაფერი იცვლება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაესვა ბეჭედი მორიგ ჯერზე იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია.

IRI-ს დასკვნამ ეს აჩვენა, ეუთო/ოდირ-ის დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს და მაინც იმავეს იმეორებენ. არანაირი ნიშნის მოგება და პათოსი ჩვენს ინტერესში არ არის, რადგან ვსაუბრობთ ოპოზიციასთან იმის მიუხედავად, რაც უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ. მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, მზად ვართ, ვილაპარაკოთ ოპოზიციასთან და ხვალინდელ დღეს საზღვრები ჰქონდეს ჩვენი შეთანხმების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე, ვიდრე ოპოზიცია, ოღონდ მათი მხრიდანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა იმისთვის, რომ ქვეყანამ კრიზისთან ბრძოლა ისე მოახერხოს, როგორც გვჭირდება. როცა პანდემიის მძიმე კრიზისის პერიოდში თან მართალი არ ხარ და თან ცდილობ, ქვეყანა აჯანჯღარო, ეს არ არის სწორი. ამის მიუხედავადაც ვეუბნებით, რომ გავაგრძელოთ დიალოგი და მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას აწყობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები