სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.
“მე ვფიქრობ, რომ სანამ მედიაციის პროცესი გრძელდება, მანამდე, მათ შორის, ჩვენს მედიატორებს როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ სივრცე შეთანხმებისთვის არის. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რომ მედიაციის პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.