16 მარტი მერაბ აბრამიშვილის დაბადების დღეა

1957 წლის 16 მარტს მხატვარი მერაბ აბრამიშვილი დაიბადა. იგი 64 წლის გახდებოდა.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით.
მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად; ჰქონდა გამოფენები: გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, პერსონალური გამოფენა ჰქონდა გალერეა „ორიენტში” 1994 წელს.
გარდაიცვალა 2006 წლის  22 ივნისს,  49 წლის ასაკში.

გამოფენები:
1988 – 90  — თბილისი, მხატვრების სახლი;
1989 — ვარშავა;
1990 — პარიზი;
1993 — Artforum Gallery, Hanover;
1994 — „Orient Gallery“, თბილისი, პერსონალური გამოფენა;
1995 — „TMS“ Gallery, თბილისი;
1996 — Zeidel Gallery, Cologne;
1995–99 — თანამედროვე მხატვრობის გალერეა, თბილისი;
2004 — პერსონალური გამოფენა, „Baia“ Gallery, თბილისი;
2005 — პერსონალური გამოფენა, „TMS“ Gallery, თბილისი;
2012 — 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ახალ გალერეაში“;
2016 — გამოფენა ზურაბ წერეთლის მუზეუმში.

ფოტო: მერაბ აბრამიშვილი, „სამასი არაგველი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები