ქართული ხელნაწერები რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში” – წიგნი-ალბომი გამოიცა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რუსეთში გამოცემულ ოლგა ვასილიევას წიგნი-ალბომის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„რუსეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ (სანქტ-პეტერბურგი) გამოსცა ბიბლიოთეკის სექტორის გამგის, ოლგა ვასილიევას წიგნი-ალბომი „ქართული ხელნაწერები რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში”.
წარმოდგენილია ამ ბიბლიოთეკაში დაცული IX-XIX საუკუნეების ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი (სულ ბიბლიოთეკაში საბინინის, გრენის და ი. გრუზინსკის (იოანე ბატონიშვილის) კოლექციებში დაცულია 250-ზე მეტი ხელნაწერი და ისტორიული დოკუმენტი). წიგნი – ალბომი ავტორმა მიუძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის მიხეილ ქავთარიას ხსოვნას“, – აღნიშნულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.