ფოლკამბები – ნანა ვალიშვილი
19 მარტს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბიბლიოთეკა პირდაპირი ონლაინჩართვით მეხუთე გადაცემას უმასპინძლებს.
ფოკლორის ცენტრის ინფორმაციით, გადაცემის სტუმარია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი.
„გვიყურეთ ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე
გადაცემის მიზანია, გააშუქოს ფოლკლორში მიმდინარე ამბები და მოწვეულმა სტუმარმა წამყვანთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები.
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.