გიორგი ბარამიძე: იმედი გვაქვს, ჩვენი მეგობრების ჩართულობა შედეგს მოიტანს და ეს ვადამდელი არჩევნებია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება შედგება.

ბარამიძე ფიქრობს, რომ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა შედეგს მოიტანს და ეს ვადამდელი არჩევნებია.

„კონკრეტულად მოლაპარაკების რა ეტაპზე ვართ, ბუნებრივია, ჩვენი მეგობრების თხოვნით ამ წუთას ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს არის პროცესი. საბოლოოდ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრების ჩართულობა ამ რეზულტატს მოიტანს, რაც იქნება გამოსავალი ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონი შეხვედრებს მართავს როგორც ოპოზიციის, ისე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დანიელსონს საქართველო გუშინ უნდა დაეტოვებინა, თუმცა, განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები