მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან რიგი ნაბიჯები მიზანმიმართულადაა გადადგმული, რომ მოლაპარაკება შედეგიანი არ იყოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან რიგი ნაბიჯები მიზანმიმართულადაა გადადგმული, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკება შედეგიანი არ იყოს.

სარჯველაძე ოპოზიციის ქმედებებს ,,დესტრუქციულს,, უწოდებს.

“დესტრუქციულია ოპოზიციის მხრიდან, რიგი ნაბიჯები მიზანმიმართულად არის გადადგმული იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედეგიანი არ იყოს. რადგან ეს მათთვის შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე. შესაბამისად, რიტორიკის დაწუნების მოტივით, რაღაც შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მცდარი მოსაზრებაა და ესეც ერთგვარი ხერხია, რომ რამენაირად იმას, რასაც მოლაპარაკებებში რეალური განწყობის არსებობა ჰქვია, ამის საწინააღმდეგო იყოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები