პარტია “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია.
როგორც ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”-ს ეთერში თქვა, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, რუსეთთან საუბარი აუცილებელია.
“რასაკვირველია, რუსეთთან სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ნამდვილად ვლადიმერ პუტინია. თუ ადამიანებს ნამდვილად სურთ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკის შეცვლა, მათ უნდა ისაუბრონ იმასთან, ვისაც ამავე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია”, – თქვა პოლიტიკოსმა.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე საუბრისას ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შეცდომა, “რაც, რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან რთულია მომენტია”.
“სანამ ეს საკითხი იდგება რუსეთსა და საქართველოს შორის, სირთულეები ყოველთვის გვექნება”, – განმარტა ნინო ბურჯანაძემ.