რას ნიშნავს “საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის წარმართვა” – სერგეი შამბას განმარტება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა განმარტავს, თუ რას ნიშნავს “საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის წარმართვა”, რაც ე.წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშია ჩაწერილი.

როგორც მან ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, ეს ჩანაწერი შეიძლება, საერთოდ იყოს ამოღებული “კონცეფციიდან, რადგან ის არ არის პრინციპული, თუმცა, პრინციპულ საკითხად გახადეს”, რადგან “შეუძლებელია, აიკრძალოს ის, რაც უკვე ისედაც ხდება”.

“მრავალდონიანი” ურთიერთობის მიღმა იგულისხმება ის, რომ მოლაპარაკებები წარიმართება სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რეგიონალურ დონეზე, მაგალითად, ენგურჰესთან დაკავშირებით. ეს ახლაც ხდება. განსაკუთრებით აქტიური ეს ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის დროს იყო. ბევრ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ჰქონდა მუდმივი კონტაქტები, საზღვარგარეთ გადიოდნენ, იმ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ არ შეიძლება, მაშინ როდესაც ეს ისედაც ხდება. ჩემი აზრით, ეს პუნქტი საერთოდ არის ამოსაღები. თავად კონცეფცია ითვალისწინებს მოლაპარაკებების წარმართვას და სხვა. არ არის პრინციპული საკითხი, უბრალოდ ის პრინციპულ საკითხად გახადეს”, – თქვა მან.

კითხვაზე, “არის კიდევ ისეთი არგუმენტი, რომ საქართველო ჩვენ სახელმწიფოდ არ გვთვლის, ამიტომ როგორ ველაპარაკოთ მათ?” ე.წ. უშიშროების მდივანი ამბობს, რომ “იქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არ სურთ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ. ორივე მხრიდან უნდა იყოს სურვილი. თუ იქნება ასეთი გარემოება, რომლის დროსაც ამის განხილვა იქნება შესაძლებელი, გავაკეთებთ. ვიმეორებ, ეს პუნქტი საერთოდ შეიძლება, ამოვიღოთ და არავინ არავისთან ამჟამად საუბარს არ აპირებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები