კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან და შეხვედრებს გამართავენ
ევროკავშირის წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან.
დანიელსონი დღეს ფასილიტატორ ელჩებთან ერთად შეხვედრებს გამართავს.
მისი თქმით, დღეს შეხვედრები გაგრძელდება და მხარეებს აუცილებლად დაეხმარება შეთანხმების მიღწევაში.
კრისტიან დანიელსონმა გამგზავრება გადადო და საქართველოში ვიზიტი ერთი დღით გაახანგრძლივა.