სალომე სამადაშვილი: ერთადერთი შეთანხმების საგანი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე – მელიას და რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის მოთხოვნად
“ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გზა თუ როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად რჩება.
“მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას დღეს კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები, ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტიკური პატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.