კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილს, ასევე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ხვდება.
ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს დილიდან შეხვედრა გაიმართა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებთან. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.