ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება მარტივი საკითხებიდან ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია იქამდე მსჯელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ, ვიდრე ამას სასამართლო გადაწყვეტდა და თავად ცდილობდა მისი ბედის გადაწყვეტას, პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა გადაწყდეს პოლიტიკოსის პატიმრობა ან გათავისუფლება. წინასწარ იმსჯელებთ, თუ არა ამაზე? პასუხი არის მარტივი: რა თქმა უნდა, იმსჯელებთ. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს. სასამართლოს ორივე ვარიანტთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები