საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  274 989-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.46%.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268 237-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები