კრისტიან დანიელსონი: ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ

“ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ”, – ამის შესახებ საქართველოს “პირველ არხს” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განუცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.​

ამ დროისთვის კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრას მართავს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები