ლიტერატურული კონკურსი – „წლის დეტექტივი“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების შექმნაზე.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია საქართველოში დეტექტიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნაწილში ინტერესის გაღვივება.
ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამომცემლობაში, შესაძლებელია მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება, ხოლო სცენარი – ფილმს დაედოს საფუძვლად.
მონაწილეთა წასახალისებლად გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები და პრემიები:
„წლის დეტექტივი“ – 3000 ლარი;
„საუკეთესო პერსონაჟი“ – 2500 ლარი;
„ორიგინალური სიუჟეტი“ – 2500 ლარი.
კონკურსის დებულების თანახმად, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და აღემატებოდეს 8000 სიტყვას.
ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდის: www.newvision.ge სიახლეებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები