ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 268 004-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 613 პირი, აჭარაში – 499, იმერეთში – 702.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები