ჰანს კლუგე: საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს

საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, ის შეხვდა UNICEF-ის მომარაგების განყოფილების უფროსს ევა კადილის იმ დროს, როდესაც ვაქცინის საქართველოში გასაგზავნი პარტია მზადდებოდა.

„საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს. ახლახანს შევხვდი ევა კადილის, როდესაც კოპენჰაგენში UNICEF– ის მომარაგების გლობალური განყოფილების მიერ, ვაქცინის საქართველოში გასაგზავნი პარტია მზადდებოდა,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა. როგორც ცნობილია, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები