შალვა პაპუაშვილი: ამ აუდიოჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამხელა ბოროტების მანქანა მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს

“გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამხელა ბოროტების მანქანა მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს, როცა იწერდნენ ყველას და ყველგან, აარქივებდნენ და თაროებზე აწყობდნენ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ზოგადად ასეთ ჩანაწერებს, როცა ციფრულ ფაილებზე გვაქვს საუბარი, რთულია ყველა ასლის ამოღება და ამიტომ საჭიროა მკაცრი კონტროლი. მედიის პასუხისმგებლობაც არის იმაში, რომ ასეთი მასალები არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი. კონკრეტულად ამ ჩანაწერებს რაც შეეხება, როგორც მათმა ფიგურანტებმა, ისე საგამოძიებო ორგანოებმა განმარტებები უკვე გააკეთეს. მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა სიმართლე. წესად იქცა ჩვენს საზოგადოებაში, რომ სოციალური ქსელი რაღაც ანონიმურ სივრცედ აღიქმება და ის, რასაც ადამიანები ერთმანეთს პირისპირ საუბრის დროს არ აკადრებენ, თავისუფლად ითქმის სოციალურ ქსელში. ეთიკის ის ნორმები, რომლებიც საზოგადოებაში მოქმედებს, ვირტუალურ რეალობაშიც უნდა მოქმედებდეს. არავინ უნდა დაკარგოს სახე და ისე არ უნდა მოიქცეს, რომ როცა ვირტუალურ სამყაროს შემდეგ ერთმანეთს რეალურ სამყაროში შევხვდებით, თვალი თვალს ვერ გავუსწოროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები